Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი მაღალჩინოსანი: პუტინი საშიშ ნაციონალისტურ ვნებებს აღვივებს


აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის ჩარევა უკრაინაში აღვივებს ნაციონალისტურ განწყობებს, რაც შესაძლოა მთელ რეგიონში გავრცელდეს და გამოუსწორებელი შედეგები გამოიღოს. აშშ-ის შტაბის უფროსთა გაერთანებული კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა მარტინ დემპსიმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „აგრესიულ გეგმებზე“ გაამახვილა ყურადღება. დემპსიმ განაცხადა, რომ ვითარების განმუხტვის ნაცვლად, პუტინი „ვითარების ესკალაციისაკენ მიმართული ნაბიჯები გადადგა.“ ერთადერთი რისი შიშიც მაქვს, პუტინს მართლა შეუძლია დაანთოს ხანძარი, რაზეც იგი კონტროლს დაკარგავს,- განაცხადა დემპსიმ კოლორადოში, ასპენში უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლის დროს.

XS
SM
MD
LG