Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: უკრაინის არმიამ სეპარატისტებისგან გაათავისუფლა 60-მდე ქალაქი და სოფელი


დონეცკისა და ლუგანსკის ოქლებში უკრაინის არმიამ სეპარატისტებისგან 60-მდე ქალაქი და სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ კვირას ტელეკომპანია „ინტერს“ განუცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეტეიმ. მან თქვა, რომ უკრაინის არმია შეტევას განაგრძობს და საბოლოო წარმატებაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი, რაც უკრაინის ტერიტორია სრულად გათავისუფლდება ტერორისტებისგან. გელეტეიმ დაადასტურა რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ 40-მა უკრაინელმა სამხედრომ დატოვა უკრაინის არმია და რუსეთის მხარეს გადავიდა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG