Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ღაზაში ოთხსაათიანი ზავი გამოაცხადა


ისრაელის არმიამ ოთხსაათიანი ჰუმანიტარული ზავი გამოაცხადა ღაზის სექტორში. სამხედროების ცნობით, ზავი ძალაში შევიდა დღეს, ადგილობრივი დროით, 15 საათზე. ისრაელი ღაზის მოსახლეობას აფრთხილებს, ნუ დაბრუნდება იმ ადგილებში, საიდანაც მათი ევაკუაცია განხორციელდა. ექიმების მონაცემებით, 30 ივლისს ღაზაში „ათობით“ პალესტინელი დაიღუპა ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად. დაღუპულებს შორის არის 16 ადამიანი, რომელიც თავს აფარებდა გაეროს ხელშეწყობით მოქმედი სკოლის შენობას. პალესტინელების საგანგებო ვითარებათა უწყების ცნობით, 23 დღის წინ დაწყებული სამხედრო დაპირისპირების შედეგად 1260 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის დანაკარგი გაცილებით ნაკლებია: 53 ჯარისკაცი და სამი სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG