Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ და აშშ-მ მკაცრად დაგმეს მშვიდობიანი ხალხის დახოცვა ღაზის სექტორში


ღაზის სექტორში, 30 ივლისს 15 კაცი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა, მას შემდეგ, რაც ისრაელის მხარემ ცეცხლი გაუხსნა სკოლას, გაეროს ლტოლვილთა ბანაკში. იქ ტყვიებისაგან თავშესაფრის ძიებაში სამი ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. კიდევ 17 დაიღუპა და 200 დაიჭრა სარაკეტო იერიშის შედეგად ბაზრის მიდამოებში, ღაზის აღამოსავლეთ გარეუბანში. გაერომ და აშშ-მ მკაცრად დაგმეს მშვიდობიანი ხალხის დახოცვა. ისტელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სკოლაზე იერიში მიიტანეს მიმდებარე ტერიტორიიდან ყუმბარმშენებით გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ. მომხდარის მიზეზები დგინდება.

XS
SM
MD
LG