Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში ზავი დასრულდა


ღაზაში გამოცხადებული ზავი დაწყებიდან რამდენიმე საათში ჩაიშალა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მათი ერთი ჯარისკაცი სავარაუდოდ მოიტაცეს პალესტინელმა მებრძოლებმა ღაზის ტერიტორიაზე და ზავი დასრულებულად გამოაცხადეს. ღაზის ოფიციალური პირების განცხადებით კი, ზავის მიუხედავად, სულ ცოტა 35 პალესტინელი დაიღუპა და 200 დაიჭრა ისრაელის დაბომბვის შედეგად. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაზე შეტევა წამოიწყო, დაღუპულია 1,450-ზე მეტი პალესტინელი, უმეტესობა სამოქალაქო პირი. ისრაელის მხრიდან დაიღუპა 61 ჯარისკაცი და სამი სამოქალაქო პირი. გაეროს ინფორმაციით, ბრძოლის გამო ღაზის მოსახლეობის მეოთხედი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ისრაელი აცხადებს, რომ მისი შეტევის მიზანია მისი მოქალაქეების დაცვა ექსტრემისტების შეტევებისგან.

XS
SM
MD
LG