Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამასთან საუბარში პუტინმა „კონტრპროდუქტიული“ უწოდა სანქციებს


აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარში დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ კონტრპროდუქტიული“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. ბარაკ ობამამ კი გაიმეორა, რომ იგი „ღრმად არის“ შეშფოთებული იმით, რომ რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი სეპარატისტების დახმარებას. ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ღიად დატოვებენ კომუნიკაციის არხებს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ არსებული მდგომარეობა არც ერთი ქვეყნის ინტერსს არ შეესაბამება. ამავდროულად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და უთხრა, რომ აშშ-ი დამატებით კიდევ 9 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინას საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

XS
SM
MD
LG