Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასი იუწყება, რომ ისრაელის ავიაციამ დახოცა დაჯგუფების სამი მეთაური


ისლამისტური დაჯგუფება ჰამასი იუწყება, რომ ღაზის სექტორზე ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ექსტრემისტთა სამი მაღალჩინოსანი სამხედრო ლიდერი დაიღუპა. ჰამასმა გაავრცელა მათი სახელებიც. დაჯგუფების ინფორმაციით, ისინი ქალაქ რაფაში მდებარე საცხოვრებელ სახლის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. პალესტინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით საავიაციო იერიშების შედეგად სულ რვა ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG