Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: არის ცნობები რუსეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე ბრძოლაზე უკრაინაში


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯენ პსაკის განცხადებით, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინიდან გავრცელებული ცნობები მიანიშნებს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სავარაუდოდ მიმდინარეობს „რუსეთის ხელმძღვანელობით წარმოებული კონტრშეტევა“ მთავრობის ძალების წინააღმდეგ. 27 აგვისტოს ვაშინგტონში გამოსვლისას პსაკიმ ისაუბრა ინფორმაციაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ტანკების, ნაღმსატყორცნი მოწყობილობისა და დაჯავშნული მანქანების "შეჭრის" თაობაზე. ამასთან, პსაკის თქმით, ცნობები მოიცავს ინფორმაციას „დონეცკთან და მის აეროპორტთან მძიმე ბრძოლის და სროლის შესახებ.“ პსაკის განცხადებით, ვაშინგტონს აშფოთებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს სიმართლის თქმის სურვილი, მაშინაც კი, როცა მისი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე 50 კილომეტრის სიღრმეში იქნენ ნაპოვნი. უფრო ადრე კიევმა განაცხადა, რომ დამატებით სამხედრო კონტინგენტს გზავნის რუსეთის საზღვრიდან ათიოდე კილომეტრის მოშორებით, აზოვის ზღვასთან მდებარე ქალაქში მას შემდეგ, რაც ამ ქალაქის მერმა თქვა, რომ იქ სეპარატისტები შეიჭრნენ, ათობით დაჯავშნული მანქანით.

XS
SM
MD
LG