Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ოპოზიციის სასულიერო ლიდერი წყვეტს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს


პაკისტანელი სასულიერო პირი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს, უსარგებლოდ მიიჩნევს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელებას. „მე კარები გამოვიჯახუნე, რადგან მოლაპარაკებამ სრული კრახი განიცადა“, - განუცხადა თაჰირ ულ ყადრიმ თავის მომხრეებს 27 აგვისტოს მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ კრიზისის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების თაობაზე მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართა დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის. ყადრი და იმრან ხანი, წარსულში ცნობილი კრიკეტის მოთამაშე, 15 აგვისტოდან მოყოლებული მრავალრიცხოვან პარალელურ საპროტესტო მსვლელობებს აწყობენ ისლამაბადში. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა გადადგომაზე უარი განაცხადა, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, შარიფი აღარ დაესწრება თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას.

XS
SM
MD
LG