Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაროზუ: ევროკავშირი მზად არის რუსეთის მიმართ ძლიერი სანქციებისთვის


ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, ევროკავშირი მზად არის მიიღოს „ძალიან ძლიერი და მკაფიო“ ზომები რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში მისი მოქმედების გამო. „სანქციები, ან შემზღუდავი ზომები არის, უბრალოდ, გზები, ინსტრუმენტები რუსეთის ხელმძღვანელობისათვის იმის საჩვენებლად, რომ ამჟამინდელი ვითარება მიუღებელია და რომ მათ მოვუწოდებთ, გონს მოეგონ, კონსტრუქციულად იმოქმედონ. ევროკავშირში ნამდვილად არა ვართ დაინტერესებული რუსეთთან კონფრონტაციით და რუსეთი არ უნდა იყო დაინტერესებული ევროპის კავშირთან კონფრონტაციით“, განაცხადა ბაროზუმ ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, პოროშენკომ დაგმო უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია: მისი მონაცემებით, უკრაინაში ამჟამად ათასობით უცხოელი ჯარისკაცი და ასობით უცხოური ტანკი იმყოფება.

XS
SM
MD
LG