Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ესტონეთს ეწვევა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სამშაბათს საღამოს ესტონეთს ეწვევა. 3 სექტემბერს ის შეხვდება ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესსა და ესტონეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. 3 სექტემბერსვე, მოგვიანებით ობამასა და ილვესს შეუერთდებიან ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტები. ესტონეთიდან ბარაკ ობამა დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად. სამიტი 4-5 სექტემბერს უელსში გაიმართება.

XS
SM
MD
LG