Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში დაატყვევეს ასეულობით უკრაინელი ჯარისკაცი


კიევის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოლო დღეებში დონეცკის რეგიონში სეპარატისტებმა დაახლოებით 680 უკრაინელი ჯარისკაცი დაატყვევეს. ეს ცნობა ვრცელდება უკრაინის არმიის ინფორმაციის პარალელურად, რომ მათ დატოვეს ლუგანსკის აეროპორტი. ვოლოდიმირ რუბანმა, ტყვეთა გაცვლის ცენტრის ხელმძღვანელმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ ჯარისკაცების „დაახლოებით 80 პროცენტი“ დონეცკის აღმოსავლეთით, ილოვაისკთან დაატყვევეს - იქ, სადაც გასულ კვირაში ასეულობით უკრაინელი ჯარისკაცი ალყაში მოაქციეს რუსეთის ჯარმა და ამბოხებულებმა. უკრაინის არმიის წარმომადგენელმა ანდრი ლისენკომ განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ორგანიზებულად დაიხიეს უკან ლუგანსკის აეროპორტიდან რუსეთის ძალების არტილერიის ინტენსიური შეტევის გამო. ლისენკოს განცხადებით, უკრაინელი სამხედროები იქ რუსეთის სატანკო ბატალიონს ებრძოდნენ. ლისენკოს თანახმად, იქ იმყოფებოდა რუსეთის „არანაკლებ ოთხი ბატალიონი ტაქტიკური ჯგუფისა“ და თითოეული 400 სამხედროსგან შედგებოდა.

XS
SM
MD
LG