Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის შსს მინისტრი მოითხოვს დემონსტრანტები ტერორისტებად განიხილონ


პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს სთხოვა პოლიციას მიანიჭონ უფლება ისლამაბადში მიმდინარე ანტისამთავრობო, ძალადობრივი დემონსტრაციების მონაწილეები „შეჭრილებად და ტერორისტებად“ განიხილოს. მინისტრის განცხადებით, დემონსტრანტები სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებას ცდილობენ. მინისტრმა, ჩოდრი ნისარ ალი ხანმა, ეს განცხადება 2 სექტემბერს გააკეთა - პარლამენტის საგანგებო, გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი ხელმძღვანელობდა. პაკისტანში უკვე სამი დღეა შეტაკებებია პოლიციას და შარიფის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე დემონსტრაციების მონაწილეებს შორის. შარიფი ეწინააღმდეგება მისი გადადგომის მოთხოვნას. ამავე დროს, საპროტესტო აქციების ლიდერები, იმრან ხანი და ტაჰირ ულ-ყადრი უარს აცხადებენ უკანდახევაზე. 30 აგვისტოს სამი დემონსტრანტი დაიღუპა პოლიციასთან შეტაკებებში, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა შარიფის ოფიციალურ რეზიდენციაზე სცადეს იერიშის მიტანა. შეტაკებები იყო 31 აგვისტოს და 1 სექტემბერსაც - როცა დემონსტრანტებმა ცოტა ხნით ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო ტელევიზიის შენობა და კიდევ ერთხელ სცადეს შეტევა შარიფის რეზიდენციაზე.

XS
SM
MD
LG