Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს რუსეთის აგრესია დაგმო


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს პეტრი პოროშენკოს ხვდება, დაგმო რუსეთის ქმედება, რომელსაც უწოდა „აგრესია ჯერ ყირიმის შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინაში.“ აშშ-ის ლიდერთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ აშშ-ის კონგრესის ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას ითხოვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა და უსაფრთხოების განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება. პოროშენკოს თქმით, მის არმიას მეტი შეიარაღება ესაჭიროება, როგორც ლეტალური, ისე არალეტალური. დღის ბოლო პეტრო პოროშენკო პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება. 18 სექტემბერს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 53 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს გამოყოფს უკრაინისათვის. დახმარების უდიდესი მოცულობა, 46 მილიონი უკრაინელი სამხედროებისა და მესაზღვრეების უსაფრთხოების მხარდასაჭერადაა განკუთვნილი, 7 მილიონს უკრაინაში მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიები მიიღებენ.

XS
SM
MD
LG