Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინაში გააგზავნა მესამე "ჰუმანიტარული კოლონა"


რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქ დონეცკში გააგზავნა მესამე, როგორც რუსეთი უწოდებს, ჰუმანიტარული კოლონა. სამინისტროს პრესმდივნის, ალექსანდრ დრობიშევსკის თქმით, კოლონა უკვე ჩავიდა დონეცკში. საინფორმაციო სააგენტოები „იტარ-ტასი“ და „რია ნოვოსტი“ იუწყებიან, რომ კოლონა შედგება 200-მდე სატვირთო მანქანისაგან, რომლებითაც უკრაინაში გააგზავნეს სურსათი, გენერატორები, მედიკამენტები და სასმელი წყალი. რუსეთის პირველი ჰუმანიტარული კოლონა აგვისტოს მიწურულს შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე- კიევი აცხადებს, რომ არ მიუცია რუსეთის მხარისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, რის გამოც მოსკოვის ამ ნაბიჯს „პირდაპირ ინტერვენციად“ მიიჩნევს. მეორე კოლონა 13 სექტემბერს შევიდა უკრაინაში.

XS
SM
MD
LG