Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაპირისპირება გამწვავდა ახალი შეთანხმების მიუხედავად


აღმოსავლეთ უკრაინიდან ძალადობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც წუხელ მინსკში მიაღწიეს ახალ შეთანხმებას აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებისათვის ბოლოს მოსაღებად. უკრაინის, რუსეთის, სეპარატისტებისა და ეუთოს წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი ცხრაპუნქტიანი გეგმით მიზნად ისახავენ 5 სექტემბრის ზავის შედეგად მიღწეული პროგრესის განმტკიცებას. ახალი პირობები მოიცავს დაპირისპირებული მხარეებისადმი მოთხოვნას, 15-15 კილომეტრით უკან დახიონ მძიმე შეიარაღება, რის შედეგადაც 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონა შეიქმნება. ამასობაში, უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა დონეცკის ოლქის ქალაქ დებალცევოს რაიონში, მეამბოხეების იერიშის შედეგად. იუწყებიან ასევე, რომ დონეცკში - უკრაინის უდიდეს ქალაქში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ - ძლიერი აფეთქებები მოხდა ტყვია-წამლის საწარმოში. ადგილობრივი ოფიციალური პირის, ივან პრიხოდკოს ინფორმაციით, აფეთქებები საარტილერიო ცეცხლმა გამოიწვია. ნათელი არ არის, რომელმა მხარემ დაიწყო სროლა.

XS
SM
MD
LG