Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი ემზადება აღმოსავლეთიდან მძიმე შეიარაღების გასატანად


კიევის განცხადებით, უკრაინის სამთავრობო ძალები ქვეყნის აღმოსავლეთში ემზადებიან არტილერიის და დაჯავშნული მანქანების გასატანად 30-კილომეტრიან ბუფერულ ზონაში. უკრაინის არმიის პრესმდივნის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით, კიევმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო საათებში შემცირდა სროლა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტებისგან, ხოლო რუსეთის ტერიტორიიდან სროლის შემთხვევები არ აღრიცხულა. უკრაინის, რუსეთის და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წარმომადგენლებმა 19 სექტემბერს მოილაპარაკეს მძიმე შეიარაღების გატანაზე ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრის მოშორებით, ბუფერული ზონის შექმნის მიზნით. თუმცა უკრაინის არმიამ 21 სექტემბერს განაცხადა, რომ არ შექმნიდა ბუფერულ ზონას და მეამბოხეებს და რუსეთის სამხედროებს სამთავრობო ძალებისთვის სროლაში დასდო ბრალი. მოსკოვი უარყოფს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას.

XS
SM
MD
LG