Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკამ და მეკავშირეებმა სირიაში „ისლამურ სახელმწიფოზე“ საჰაერო დარტყმები განახორციელეს


აშშ-მ და მისმა მეკავშირეებმა, მათ შორის არაბულმა სახელმწიფოებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ სირიაში. ამის შესახებ განცხადება პენტაგონს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ გააკეთა. თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ილაპარაკა. მან თქვა, რომ გაანადგურებდნენ „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელსაც სირიისა და ერაყის დიდი ნაწილი აქვს დაკავებული. აშშ-მ უკვე 190-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა ერაყში ექსტრემისტი ისლამისტების წინააღმდეგ. ახლა კი სამხედრო კამპანიამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღდეგ სირიაშიც გადაინაცვლა.

XS
SM
MD
LG