Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევრომაიდანს მიენიჭა ლეხ ვალენსას სახელობის პრემია


ევრომაიდანს - უკრაინის პროევროპულ მოძრაობას, რომლის საპროტესტო აქციებსაც მოჰყვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა - მიენიჭა ლეხ ვალენსას სახელობის წლევანდელი პრემია. პოლონეთის ქალაქ გდანსკში გამართულ ცერემონიაზე, ჯილდო გადასცეს ევრომაიდნის ერთ-ერთ ლიდერს, ვიტალი კლიჩკოს. პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მშვიდობის დარგში ნობელის 1983 წლის პრემიის ლაურეატი ლეხა ვალენსა 2008 წლიდან გასცემს პრემიას ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. პრემია დაკავშირებულია 100 ათასი დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოსთან. ვალენსას განმარტებით, წლევანდელი პრემიით ყურადღება შეაჩერეს ევრომაიდნის დამსახურებასა და ათასობით უკრაინელის მტკიცე გადაწყვეტილებაზე „პროევროპული ოცნების“ გამოხატვისას. წინა წლებში ვალენსას სახელობის პრემიის ლაურეატებს შორის არიან ბელორუსი უფლებადამცველი ალეს ბელიაცკი და რუსი ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი.

XS
SM
MD
LG