Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელმა განაცხადა რუსეთთან ენერგეტიკული პარტნიორობის გადახედვის ალბათობაზე


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირს შესაძლოა მოუხდეს რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის გადახედვა, თუკი მოსკოვი გააგრძელებს სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემის ძირითადი პრინციპების დარღვევას. 29 სექტემბერს ბერლინში ფინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მერკელმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის ბუნებრივ აირზე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ხარისხით არის დამოკიდებული და რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის კარგი საფუძველი არსებობს. გერმანიის კანცლერი ვერ ხედავს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შემსუბუქების საფუძველს.

XS
SM
MD
LG