Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ავღანეთმა გააფორმეს უსაფრთხოების შეთანხმება


აშშ-მა და ავღანეთმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების შეთანხმებას, რომლის გაფორმება დიდი ხნის განმავლობაში იყო გაჭიანურებული. ორი ქვეყნის სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერეს ავღანეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა, ჰანიფ ატმარმა და აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს კანინგემმა. ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ავღანეთში აშშ-ის 10,000-მდე სამხედრო დარჩება მას შემდეგ, რაც 31 დეკემბერს მუშაობას დაასრულებს საერთაშორისო საბრძოლო მისია. ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის პრესმდივანმა 29 სექტემბერს დაადასტურა, რომ შეთანხმებას ხელი მოწერებოდა - რითაც შეიცვალა ღანის წინამორბედის, ჰამიდ კარზაის პოზიცია. აშრაფ ღანის ინაუგურაციის ცერემონია ორშაბათს გაიმართა. როგორც ვარაუდობენ, მიმდინარე კვირაში ქაბული მსგავს შეთანხმებას გააფორმებს ნატოსთანაც, რაც არასაბრძოლო როლით ავღანეთის ტერიტორიაზე დარჩენის უფლებას მისცემს 4000-დან 5000-მდე სამხედროს, ძირითადად ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და თურქეთიდან.

XS
SM
MD
LG