Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო კოალიციამ მიზანში ამოიღო „ისლამური სახელმწიფოს“ თურქეთთან მდებარე ობიექტები


აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ, რომელიც ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეიქმნა, იერიში მიიტანა ობიექტებზე, რომლებიც განთავსებული იყო თურქეთის საზღვართან, ძირითადად ქურთებით დასახლებული ქალაქის სიახლოვეს სირიაში. ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია იუწყება, რომ თავდასხმების სამიზნე იყო „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ქალაქ ქობანიდან აღმოსავლეთით და დასავლეთით. საჰაერო იერიშების შესახებ ცნობას ავრცელებს აქტივისტების კიდევ ერთი ჯგუფი, ადგილობრივი კოორდინაციის კომიტეტი. სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ცნობით, ქობანის გარშემო ბრძოლას 29 სექტემბერს ემსხვერპლა 57 მეომარი, ორივე მხრიდან. ქალაქ ქობანის სექტემბრის შუა რიცხვებიდან უტევენ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები. ქობანი ითვლება ერთ-ერთ მთავარ ქალაქად სირიის ქურთისტანისთვის, რომელსაც იცავს ქურთ ხალხთა დაცვის დანაყოფი.

XS
SM
MD
LG