Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ვანო მერაბიშვილს


სასამართლომ კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს. სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებასა და სამსახურებრივ სიყალბეში ბრალდებულ ვანო მერაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და 2 წლით და 3 თვით აუკრძალა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობა. ამავე საქმეზე ბრალდებულ, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ამჟამად ძებნილ გერონტი ალანიას მოსამართლემ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვით, 2 წლით და 3 თვით შეუზღუდა თანამდებობაზე მუშაობის უფლება და 2 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა. 4 წლით და 6 თვით პატიმრობა და 2 ათასი ლარის ჯარიმა შეეფარდა შსს-ს კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსან ვალერიან მეტრეველს. ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განაჩენის გასაჩივრების საკითხს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტენ.

XS
SM
MD
LG