Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი: ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ რუსეთთან მიმართებით „შემდგომ ნაბიჯებს“


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის განცხადებით, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ და იმსჯელებენ აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის სტატუსზე და რუსეთთან მიმართებით სანქციების შესაძლო გადასინჯვაზე. ეშტონის განცხადებით, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა 20 ოქტომბერს გაიმართება, „სიტუაციის გასაანალიზებლად და შემდგომი ნაბიჯების განსახილველად.“ ეშტონი ამ განცხადებებით გამოვიდა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე. ევროკავშირის მესვეურებს ნათქვამი აქვთ, რომ 5 სექტემბრის მინსკის შეთანხმების შესრულების საქმეში და აღმოსავლეთ უკრაინაში სტაბილურობის დამყარების პროცესში რუსეთის მხრიდან გაწეული პრაქტიკული დახმარება მთავარი ფაქტორებია, რომლებსაც გაითვალისწინებენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილობრივი ან სრული შემსუბუქების საკითხთან დაკავშრებით.

XS
SM
MD
LG