Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება იაპონიაში


ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მის თანმხლებ დელეგაციაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართა საგარეო საკითხებში იაპონიის სახელმწიფო მინისტრთან მინორუ კიუჩისთან. საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეხვედრისას განიხილებოდა საქართველო-იაპონიის ურთიერთობის განვითარების საკითხები და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, მათ შორის, რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტი. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის საგაზაფხულო სესიაზე იაპონიის პარლამენტი იმსჯელებს ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოსთვის სახელის შეცვლაზე - იაპონიაში დამკვიდრებული “გრუზია” „ჯორჯიად“ გადაკეთდება.

XS
SM
MD
LG