Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პარაოლიმპიელს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა


სამხრეთ აფრიკის სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა პარაოლიმპიადის ჩემპიონს, ოსკარ პისტორიუსს, რომელიც დამნაშავედ სცნეს მეგობარი ქალის არაწინასწარგანზრახულ მკვლელობაში. რივი სტინკამპი 2013 წლის თებერვალში იქნა მოკლული. პისტორიუსი აცხადებს, რომ მოკლული შეცდომით მიიჩნია მძარცველად. მოსამართლე ტოკოზილე მასიპას განცხადებით, ძალიან ძნელი იყო სწორი განაჩენის გამოტანა და ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა ჩადენილს.

XS
SM
MD
LG