Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერბიაში ჩავიდა


კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ენვერ ჰოჯაი სერბიაში ჩავიდა რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ეს პირველი ასეთი ვიზიტია მას შემდეგ, რაც კოსოვომ 2008 წელს ცალმხრივად გამოაცხადა სერბიისგან დამოუკიდებლობა. ბელგრადში ჟურნალისტებთან საუბრისას, ჰოჯაიმ საკუთარ თავს უწოდა „კოსოვოს სუვერენობის სიმბოლო“. მისი თქმით, „კოსოვო დამოუკიდებელია და ისტორიის მსვლელობას ვერავინ შეაჩერებს“. ჰოჯაი ბელგრადში მონაწილეობას იღებს ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე კონფერენციაში, რომელშიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მინისტრები არიან ჩართული. სერბია უარს აცხადებს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე, თუმცა ბელგრადი დათანხმდა ურთიერთობის გაუმჯობესებას ამ თავის ყოფილ სამხრეთულ პროვინციასთან, რათა წინ წაიწიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ჰოჯაის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კოსოვოს მიანიჭა წინასწარი აღიარების სტატუსი, რაც კოსოვოს გზას უხსნის 2016 წლის თამაშებში მონაწილეობისკენ. სერბიის ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით გაგზავნა ოფიციალური საპროტესტო წერილი.

XS
SM
MD
LG