საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში მიწვეულმა უცხოელმა მრჩევლებმა შეისწავლეს 2005 წელს დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე და დაასკვნეს, რომ არსებული მასალები საკმარისია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ბრალდებულების - ვანო მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის - მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გასაგრძელებლად. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე სასამართლოს გადაეცემა. მრჩეველთა ჯგუფში, რომელიც საქართველოში პროკურატურის მოწვევით შეიქმნა, შედიან გაეროს დაქვემდებარებული სტრუქტურის - ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის - მთავარი პროკურორის მოადგილედ ნამუშევარი ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი.
ყველაზე პოპულარული
1