Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება


ევროპის კავშირის წევრები სახელმწიფოების ლიდერები რთული ეკონომიკური ვითარების გარშემო განაგრძობენ მსჯელობას ბრიუსელში. 24 ოქტომბრის შეხვედრის ფონია ეკონომიკური ზრდის შეჩერება, მაღალი უმუშევრობა, დაძაბულობა წევრი ქვეყნების ბიუჯეტების გარშემო. მოლაპარაკების პირველ დღეს, 23 ოქტომბერს, ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას, შეამცირონ სათბურის გაზის გამოყოფა 2030 წლისთვის 40 პროცენტამდე. ამავე წლისთვის მათ დასახეს სხვა მიზანიც: გაიზარდოს განახლებადი ენერგიის გამოყენება, სულ, 27 პროცენტით. ამას ემატება მათი პირობა, რომ გაფართოვდება წევრ ქვეყნებს შორს ენერგიის მარაგის მიმოქცევის საშუალებები.

XS
SM
MD
LG