Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელმა ქურთებმა ქალაქი ზუმარი კვლავ დაიკავეს


ქურთთა რაზმებმა ერაყის ჩრდილოეთში ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების მეომრები განდევნეს ქალაქ ზუმარიდან და მახლობელი სოფლებიდან. ქურთთა არმიის, ფეშმერგას გენერალმა, კარიმ ატუტიმ თქვა, რომ დილით დაწყებული ბრძოლის და ამერიკელების დახმარების შედეგად ციდან, განვდევნეთ ისინი ზუმარის ცენტრიდანო. ზუმარი მოსულიდან 60 კილომეტრშია. ის ი ქურთების ხელში მყოფი ერთ-ერთი პირველ ქალაქი იყო, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ ჩაიგდო ხელში. ცნობით, ერაყის უშიშროების ძალებმა დაიკავეს ქალაქ ჯუფრ ალ-სახარის დიდი ნაწილი.

XS
SM
MD
LG