Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება 2015 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდება


ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა შეთანხმდნენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების ვადის 2015 წლის 1 ივლისამდე გაგრძელებაზე მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწიევს შეთანხმებას, აქამდე მოქმედით გეგმით, 24 ნოემბრის შუაღამემდე. მეორედ ხდება, რომ გახანგრძლივდა ვადა თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო 12-წლიანი უთანხმოების მოსაგვარებლად. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდეს. ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე ირანის დასაყოლიებლად, მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები მოქმედებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფილიპ ჰამონდის განცხადებით, მხარეები 1 დეკემბერს განაახლებენ მოლაპარაკებას და შეეცდებიან, 1 მარტამდე მიაღწიონ წინასწარ შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG