Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი თურქეთში ჩავიდა


რომის პაპი ფრანცისკე სამდღიანი ვიზიტით ეწვია თურქეთს, რათა ხელი შეუწყოს სარწმუნოებათაშორის დიალოგს. ფრანცისკე რომის მეოთხე პაპი გახდა, რომელიც ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ თურქეთს ესტუმრება. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, მის გეგმაში შედიოდა სტამბოლის სულთან აჰმედის სახელობის მეჩეთის მონახულება და კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან და მსოფლიო პატრიარქთან, ბართლომეო I-თან ერთად ერთობლივ დეკლარაციაზე ხელის მოწერა. პაპს დაგეგმილი ჰქონდა ასევე შეხვედრა მეჰმედ გორმეზთან, კონსტიტუციურ-სეკულარული ქვეყნის უზენაეს სასულიერო პირთან.

XS
SM
MD
LG