Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აკრიტიკებს დასავლეთს, უკრაინის კონფლიქტში ადანაშაულებს კიევს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს ბრალი დასდო ახალი, „ვირტუალური“ ბერლინის კედლის აშენებაში და რუსული „დათვის“ დათრგუნვის მცდელობაში. რუსეთის პრეზიდენტმა აშშ და ევროკავშირი გააკრიტიკა 18 დეკემბერს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. ევროპაში ახალი ბარიერების აგების მცდელობის მაგალითად პუტინმა მოიტანა ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის პროექტი. პუტინის განცხადებით, უკრაინასთან მიმართებით რუსეთის პოზიცია დასავლეთისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ ის უნდა შეჩერდეს. პუტინის თანახმად, უკრაინა ერთიან პოლიტიკურ ერთობად უნდა დარჩეს - თუმცა მან კიევს დასდო ბრალი ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიან კონფლიქტში და განაცხადა, რომ კიევი იქ „სადამსჯელო ოპერაციას“ ატარებს. პუტინმა უკრაინის მთავრობას მოუწოდა „პირდაპირი, თანასწორი“ დიალოგი გამართოს ყველა რეგიონთან, მათ შორის იმ რეგიონებთან, რომლებსაც ნაწილობრივ პრო-რუსულად განწყობილი მეამბოხეები აკონტროლებენ. პუტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს სურს კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას, მაგრამ სხვები, ვისაც ბრძოლის გაგრძელება სურს, წინაღობას უქმნიან ომის დასრულების მცდელობებს.

XS
SM
MD
LG