Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო რუსეთთან ვაჭრობას მხოლოდ მყარი ვალუტით დაუშვებს


ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განკარგულება მისცა მთავრობას, რუსეთთან ვაჭრობაში მხოლოდ აშშ-ის დოლარი და ევრო მოიხმარონ. ლუკაშენკამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ამოცანა ცხადია, გადავიდეთ რუსეთთან ვაჭრობაში დოლარზე, ისევე, როგორც ჩვენ ვიხდით ენერგომატარებლებისთვისო. მის თქმით, მინსკს უკვე უნდა მოეთხოვა რუსეთისგან დოლარსა და ევროში ვაჭრობა. ლუკაშენკას მოთხოვნა მოჰყვა რუსეთის ვალუტის რუბლის კურსის ძლიერ დაცემას. ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ამოქმედებამდე. მასში რუსეთთან ერთად ბელორუსია და ყაზახეთი შედიან.

XS
SM
MD
LG