Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურა ნავალნისთვის ათწლიან პატიმრობას ითხოვს


რუსეთის პროკურატურა მოითხოვს, რომ ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდონ. ნავალნის და მის ძმას, ოლეგს, ბრალად ედებათ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტის მოპარვა ორი კომპანიისგან, მათ შორის კოსმეტიკის ფრანგული ფირმის ივ როშარისგან, და ფულის გათეთრება. სასამართლო პროცესი მომავალ დღეებში გაგრძელდება. ნავალნი კორუპციის წინაააღმდეგ თავგამოდებული მებრძოლია რუსეთში, ის ანტისამთავრობო გამოსვლების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო მოსკოვში, 2011-2012 წლებში. მას ხუთი წლით აქვს პირობითი სასჯელი გამოტანილი 2013 წელს. თვითონ ნავალნი ამ განაჩენს პროტესტებით პუტინის გამოწვევის გამო სასჯელად მიიჩნევს. ის არ იმყოფება საპატიმროში, მაგრამ თებერვლის შემდეგ საშინაო პატიმრობაშია.

XS
SM
MD
LG