Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უარყოფს ჩრდილოეთ კორეის შეთავაზებას ერთობლივ გამოძიებაზე


აშშ-მა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კინოსტუდია Sony Pictures-ზე განხორციელებული კიბერშეტევა ჩრდილოეთ კორეის მოწყობილი იყო. ეს განცხადება იყო პასუხი ფხენიანის მოწოდებაზე, კიბერშეტევის გარშემო ერთობლივი გამოძიება ჩატარდეს. თეთრმა სახლმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ იზიარებს გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნას, რომ ჰაკერული შეტევის უკან ჩრდილოეთ კორეა იდგა. ამ შეტევის გამო „სონი“ იძულებული გახდა გაეუქმებინა ფილმ „ინტერვიუს“ ეკრანებზე გამოტანა. ამ კომედიაში მოთხრობილია შეთქმულებაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ თავდასხმის მოსაწყობად. ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, მარკ სტროუმ განაცხადა, „ჩრდილოეთ კორეის მთავრობას თუ მართლა სურს დახმარება, შეუძლიათ აღიარონ თავიანთი ბრალეულობა და სონის კომპენსაცია გამოუყონ იმ ზიანისთვის, რომელიც შეტევამ გამოიწვიაო“. ამ განცხადებამდე ჩრდილოეთმა კორეამ აშშ-ის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უწოდა „უსაფუძვლო ცილისწამება“ და აშშ-ს შესთავაზა კიბერშეტევის გარშემო ერთობლივი გამოძიების ჩატარება. ჰაკერული შეტევის შედეგად გასაჯაროვდა სონის შიდა დოკუმენტაციის დიდი რაოდენობა.

XS
SM
MD
LG