Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თავდასხმებს ემსხვერპლა სულ მცირე 17 ადამიანი


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 17 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები, ემსხვერპლა სხვადასხვა ადგილას მომხდარ თავდასხმებს. შვიდი პოლიციელი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ჩრდილოეთ იავზიანის პროვინციაში, მას შემდეგ, რაც საკონტროლო-გამშვებ პუნქტს 20 დეკემბერს ღამით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. როგორც იუწყებიან, ორმხრივ სროლაში მოკლულ იქნა ხუთი თავდამსხმელი. შეტევაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. პარალელურად, პოლიციის ცნობით, სულ მცირე შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა აღმოსავლეთ კუნარის პროვინციაში, 20 დეკემბერს, გვიან საღამოს, გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. ამავე პროვინციაში კიდევ სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა შეტაკებას მეამბოხეებს და მთავრობის ძალებს შორის. 20 დეკემბერს გამოქვეყნდა გაეროს ანგარიში, რომლის თანახმად იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ავღანეთში დაიღუპა 3,188 მშვიდობიანი მოქალაქე. გაეროს განცხადებით, მიმდინარე წელს ავღანეთში დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობა სარეკორდოდ მაღალი იყო და შარშანდელთან შედარებით 19 პროცენტით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG