Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში თავდამსხმელმა ორი პოლიციელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა


ნიუ-იორკში შეიარაღებულმა პირმა ორი პოლიციელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ნიუ-იორკის პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, ორი პოლიციელი ბრუკლინში, თავიანთ მანქანაში მოკლეს, გაფრთხილების თუ პროვოკაციის გარეშე. პოლიციის ცნობით, შემდეგ თავდამსხმელმა თავი მოიკლა იქვე ახლოს მდებარე მეტროსადგურში. ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს თქმით, პოლიციელები „დახვრეტის სტილში“ დახოცეს. მკვლელობები დაგმო აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ. პოლიციის ცნობით, პოლიციელების დახოცვამდე მკვლელმა იმ დილით ბალტიმორში თავისი ყოფილი მეგობარი ქალი დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით და შემდეგ სოციალური მედიით პოლიციისადმი მუქარა გაავრცელა. პოლიციელების მკვლელობის ფონია ნიუ-იორკში და აშშ-ის სხვა ადგილებში გამართული საპროტესტო აქციები, რომლებიც გამოიწვია მსაჯულთა სხვადასხვა ჯგუფების გადაწყვეტილებამ ბრალი არ წარედგინათ ორი თეთრკანიანი პოლიციელისთვის,ორი შეუიარაღებელი შავკანიანი კაცის მკვლელობის გამო.

XS
SM
MD
LG