გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოუწოდა პაკისტანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს სიკვდილის დასჯა და აღადგინოს მანამდე არსებული მორატორიუმი სასჯელის უმაღლეს ზომაზე. გაეროს წარმომადგენლის სტეფანის დუჯარიჩის თანახმად, ბან კუ მუნმა ტელეფონით ესაუბრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფს და მას სიკვდილით დასჯის გაუქმებისაკენ მოუწოდა. შარიფმა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მას შემდეგ გააუქმა, რაც 16 დეკემბერს პაკისტანელი თალიბების მიერ პეშავარის სკოლაზე მოწყობილ თავდასხმას 151 ადამიანი, მათ შორის სულ მცირე 9 ბავშვი შეეწირა. მას შემდეგ პაკისტანში ტერორიზმში ბრალდებული 6 პირი ჩამოახრჩეს.
ყველაზე პოპულარული
1