Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუნძულ კორფუსთან ალმოდებულ ბორანში ასზე მეტია ადამიანია ბლოკირებული


იტალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა საბერძნეთის კუნძულ კორფუსთან ხანძრის შედეგად დაზიანებულ ბორანზე. დღის ბოლო მაშველებმა ხუთასიდან 150 მგზავრის ევაკუირება მოახდინეს. სამაშველო სამუშაოებს ართულებს უამინდობა. ხომალდის სამანქანო განყოფილებაში დილას გაჩნდა ხანძარი. ბორანზე ამ დროისათვის ასზე მეტი ადამიანია ბლოკირებული. იტალიის ტელევიზიის ინფორმაციით მგზავრები დასველდნენ და უჭირთ სუნთქვა იმ კვამლის გამო, რასაც ქარი ავრცელებს სამანქანო განყოფილებიდან. ბორანი, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, საბერძნეთის პორტ პატრასიდან იტალიის ქალაქ ანკონასკენ მიცურავდა.

XS
SM
MD
LG