Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტროსადგურზე თავდასხმის შემდეგ პაკისტანში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა


პაკისტანის სახელმწიფო ელექტროკომპანიის თანახმად, პაკისტანში აღდგენილი იქნა ელექტროენერგიის მიწოდება მას მერე, რაც დღეს თავდასხმა მოხდა ელექტროგადამცემ სადგურზე. დღეს ელექტროგადამცემ სადგურზე მეამბოხეთა თავდასხმამ გამოიწვია პაკისტანის მოსახლეობის უმეტესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა. წყლისა და ენერგიის სამინისტროს წარმომადგენლის, ზაფაორიაბ ხანის თანახმად, თავდასხმა მოხდა ბელუჩისტანის პროვინციაში ელექტროგადამცემ სადგურზე. ზოგიერთი ცნობით, პაკისტანის 80 პროცენტი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა დედაქალაქ ისლამაბადს, კარაჩის, ასევე ლაჰორს.

XS
SM
MD
LG