Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ისრაელი გააფრთხილა აშშ-ის ოფიციალური პირების გზით


ირანმა განაცხადა, რომ გაფრთხილება გაუგზავნა ისრაელს აშშ-ის ოფიციალური პირების გზით ახლახან ირანის გასამხედროებული გაერთიანების მაღალი რანგის მეთაურის მოკვლის გამო სირიაზე ისრაელის სავარაუდო საჰაერო თავდასხმისას. ისრაელს 18 იანვრის თავდასხმის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია. ამ იერიშის დროს მოკლეს ირანის რევოლუციური გვარდიის ძალების გენერალი, მოჰამად ალაჰდადი და ლიბანის ჰიზბოლას არაერთი წევრი. ირანმაც და ჰიზბოლამაც ისრაელი დაადანაშაულა თავდასხმაში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ამირ აბდოლაჰიანის თქმით, ირანმა ამერიკელებს უთხრა, რომ ისრაელმა გენერლის მოკვლით "წითელი ზოლი" გადალახა. მისი თქმით, ცნობა ისრაელს დიპლომატიური არხებით გაეგზავნა. აბდოლაჰიანმა უთხრა ირნას სააგენტოს, რომ „ირანელებმა ამერიკელებს განუცხადეს: სიონისტური რეჟიმის ლიდერები უნდა დაელოდონ მათი ქმედების შედეგს“. ირანის რევოლუციური გვარდიის არაერთმა წევრმა განაცხადა, რომ მკვლელობის გამო შურს იძიებენ.

XS
SM
MD
LG