Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ეროვნული ვალუტის დევალვაციაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ადანაშაულებს


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის "უმოქმედობამ" მიიყვანა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის კრიტიკა ხვდა წილად ასევე „ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მათ "ექსპერტებს", რომლებმაც აჟიოტაჟი შექმნეს. "სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე„- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოუწოდებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები. ამ ზომებში ივანიშვილი ასახელებს ეროვბული ბანკის მიერ იმ ოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვების გაყიდვას, რაც ლარზე მოთხოვნას გაზრდის.

XS
SM
MD
LG