Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია შეთანხმდნენ კონფლიქტში ეუთოს როლზე


რუსეთის, უკრაინის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეუთის სთხოვენ უკრაინაში საზავო შეთანხმების განხორციელებაზე მეთვალყურეობას.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა 2 მარტს ტელეფონით ისაუბრეს ამის თაობაზე. გერმანიის მთავრობის პრესმდივნის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ ეუთოს როლი, როგორც მეთვალყურის, უნდა გაიზარდოს მძიმე შეიარაღების გატანის პროცესთან მიმართებით. მათ ეუთოს მიმართეს თხოვნით ყოველდღიურად გამოაქვეყნოს ანგარიში მიმდინარე მოვლენებზე. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უთხრა, მოსკოვმა და უკრაინაში პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა ზავი უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარებულ იქნება ზომები, რომლებიც კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას.

XS
SM
MD
LG