Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა პაკისტანსა და ინდოეთს შორის


პაკისტანმა და ინდოეთმა გამართეს პირველი მაღალი დონის მოლაპარაკება მას შემდეგ, რაც დელიმ შარშან უარი თქვა მოლაპარაკების გაგრძელებაზე. შეხვედრა მიზნად ისახავს მეტოქე ქვეყნების არაერთი უთანხმოების განმუხტვას. ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანი, სუბრაჰმანიან ჯაიშანკარი ისლამაბადში შეხვდა თავის პაკისტანელ კოლეგას, აიზაზ აჰმად ჩოდრის. ორი დიპლომატის რანგი ბევრ ქვეყანაში უტოლდება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას. ჯაიშანკარის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლობენ უთანხმოებათა გადაჭრის მიზნით. ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე საზღვრის გასწვრივ ტერორიზმის პრობლემის საკითხიც დაისვა. აგვისტოში ინდოეთმა გააუქმა ისლამაბადში დანიშნული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი. ინდოეთის გულისწყრომა გამოიწვია დელიში პაკისტანის ელჩის მიერ ქაშმირელი სეპარატისტებისთვის გაწვეულმა მასპინძლობამ, ამ შეხვედრისთვის მომზადების პროცესში. 1947 წელს გაყოფის შემდეგ, ორმა მეზობელმა ქვეყანამ ორჯერ იომა ქაშმირის გამო. ჰიმალაებში მდებარე ამ რეგიონს ჰყოფს ორ ქვეყანას შორის კამათის საგნად ქცეული საზღვარი.

XS
SM
MD
LG