Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ვაშინგტონს მოუწოდებს, საბრძოლო იარაღით დაეხმაროს უკრაინას


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეერთებულ შტატებს მოუწოდა, საბრძოლო იარაღი მიაწოდოს უკრაინას. 4 მარტს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის მრჩევლად მუშაობს, განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება იარაღი (მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები) „რუსეთის შემდგომი იერიშების“ მოსაგერიებლად. სააკაშვილის თქმით, თუ უკრაინამ იარაღი არ მიიღო, მერე გარდასაქმნელი აღარაფერი იქნება, ანუ რეფორმების გასატარებლად თვით ქვეყანაც აღარ იარსებებს. სააკაშვილი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის დახმარების საკითხში ვაშინგტონმა ევროპელებთან უნდა ითანამშრომლოს, რადგან, მისი თქმით, ნაკლებად სავარავუდია, გერმანია კიევისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდეს. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მიიტაცოს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ახალი ნაწილები, და სცადოს უკრაინის მთავრობის დასუსტება.

XS
SM
MD
LG