Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: სეპარატისტები არღვევენ ზავს


უკრაინის არმია აცხადებს, რომ წუხელ რამდენჯერმე დაარღვიეს ზავი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბ-ბინაში აცხადებენ, რომ სეპარატისტებმა მთავრობის ძალებს 16-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი, მათ შორის ნაღმსატყორცნებიდან. კიევი „ანტიტერორისტულ ოპერაციას“ უწოდებს იმ სამხედრო ოპერაციას, რომელიც დონეცკის და ლუგანსკის პროვინციების ნაწილზე კონტროლის მქონე სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარეობს. პარალელურად, ლუგანსკში სეპარატისტები აცხადებენ, რომ აფეთქებულია სარკინიგზო ხიდი, რომელიც მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებს აკავშირებდა მთავრობის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიასთან. უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლის ინტენსივობამ მნიშვნელოვნად დაიკლო მას შემდეგ, რაც საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების შუამავლობით 12 თებერვალს მინსკში გაფორმდა საზავო შეთანხმება. ამან გააძლიერა იმედები კონფლიქტის დასრულების თაობაზე. აპრილის შემდეგ კონფლიქტს ემსხვერპლა 6000-ზე მეტი ადამიანი. მაგრამ უკრაინა შიშობს, რომ მეამბოხეები საზავო პერიოდს შესაძლოა გადაჯგუფებისთვის და ახალი შეტევების მომზადებისთვის იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG