Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო ადასტურებს, რომ მიმდინარეობს კონფლიქტის დეესკალაცია


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში გრძელდება კონფლიქტის დეესკალაციის პროცესი. 13 მარტს მიცემულ ინტერვიუში პოროშენკო ამბობს, რომ უკვე რამდენიმე დღეა სამხედროთა რიგებში მსხვერპლი არ ყოფილა, რაც მკაფიოდ მიუთითებს ეტაპობრივ დეესკალაციაზე. პოროშენკოს ამ განცხადებებამდე ერთი თვით ადრე მინსკში გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმება, რომელიც რუსეთის, უკრაინის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა შეათანხმეს. დოკუმენტი უკრაინის მთავრობის ძალებს და ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედ სეპარატისტებს მოუწოდებდა შეეწყვიტათ ცეცხლი და ფრონტის ხაზიდან გაეტანათ მძიმე შეიარაღება. პოროშენკოს განცხადებების მიუხედავად, უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ თანახმად, უკრაინის მთავრობის ძალები იუწყებიან, რომ დონეცკის რეგიონთან მდებარე ორ სოფელთან, პესკისთან და ავდეევკასთან ახლოს მათ ცეცხლი გაუხსნეს.

XS
SM
MD
LG