Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი გეგმავს რუს საავიაციო დისპეტჩერებს ბრალი წაუყენოს


პოლონეთი გეგმავს ბრალი წაუყენოს რუსეთის ქალაქ სმოლენსკის აეროპორტის დისპეტჩერებს საჰაერო კატასტროფის გამო, რომელიც 2010 წელს მოხდა და რომლის დროსაც 96 ადამიანი, სხვათა შორის, პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი დაიღუპა. პოლონეთის პროკურორ ირენეუშ შელაგის თქმით, დისპეტჩერები მონაწილეობდნენ კომუნიკაციაში თვითმფრინავთან, რომელიც ცუდ კლიმატურ პირობებში სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. შელაგს ბრალდების დეტალები არ დაუსახელებია.

XS
SM
MD
LG