Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ღია მთავრობის ინდექსით რეგიონის ლიდერია


"ღია მთავრობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილს, ხოლო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს, - ასეთია "სამართლის მსოფლიო პროექტის" მიერ მომზადებული ანგარიშის შედეგი. აღნიშნული ინდექსი ქვეყანაში ინფორმაციის უფლების დაცულობის მხრივ არსებული ვითარების, სამოქალაქო აქტივობის, საჩივრების მექანიზმის, გამოქვეყნებული კანონებისა და მთავრობის ოფიციალური მონაცემების მიხედვით გამოითვალეს. პირველ ხუთეულში კი შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები მოხვდნენ.

XS
SM
MD
LG